суббота, 24 сентября 2016 г.

  ტრენინგის მეცხრე დღე


გავიარე „inteli’’-ის კურსი, კერძოდ პროექტის კეთება,პროექტის სტანდარტების გათვალისწინებით. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, მოვისმინეთ თეორიული კურსი. განვიხილეთ თითოეული საკითხი და დავიწყეთ მისი პრაქტიკულად განხორციელება. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ბლოგს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე. დავრწმუნდით, რომ ამ ეტაპზე ყველა დავალება დავასრულეთ. მოვისმინეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო. ავტვირთეთ ბლოგზე ნამუშევრები.
ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც დავინახე პროექტით სწავლების დადებითი მხარეები. ტრენინგზე შესწავლილი მასალა მომავალში დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში.  ამ ტრენინგმა მომცა ცოდნა, რომლის გამოყენებისას ადვილად გავიყვან მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი მოზარდისათვის, რათა ადვილად შეძლოს ცხოვრებაში თავის დამკვიდრება.
ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა ქალბატონ დიანა მიქაძეს ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.


გავეცანით მე-8 მოდულს. ჩვენმა კოლეგებმა წარმოადგინეს საკუთარი საქაღალდეები მივიღეთ უკუკავშირი, მითითებები, შენიშვნები. ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და შევასწორეთ ჩვენი ნაშრომები.
                                       

ტრენინგის მერვე დღე

ვისაუბრეთ, ფასილიტაციაზე, ვნახეთ შეფასების სქემები, სხვადასხვა ფორმები,რუბლიკები,ჩეკლისტები, რაც ძალიან საინტერესო იყო.

ვისაუბრეთ დიფერენციალურ სწავლებაზე. როდესაც ხდება სსსმ- მოსწავლესთან სწავლება.

განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები, მივეცით ერთმანეთს რჩევები. ეს ყველაფერი დამეხმარება პროექტის სრულყოფაში.
   ტრენინგის მეშვიდე დღე


დღევანდელი დღეც იყო ძალიან საინტერესო და დატვირთული. გავიარეთ მეხუთე მოდული, გავეცანით  ფორმებს , რომელიც უნდა მოვარგოთ ჩვენს პროექტს. ეს ყველაფერი გამომადგება შეფასების ფორმების გაკეთებაში. ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.
      ტრენინგის მეექვსე დღე

გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშებს.ძალიან მომეწონა მოსწავლის პრეზენტაცია ,,დავით აღმაშენებელზე“, ძალიან საინტერესოდ იყო გაკეთებული მისი დასკვნები.
ამიტომ საჭიროდ ვთვლი,რომ პროექტის მომზადების პროცესში მასწავლებელმა წინასწარ შეადგინოს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი რათა უკეთ დაგეგმოს პროექტი.



     ტრენინგის მეხუთე დღე

დღევანდელი დღეც იყო ძალიან საინტერესო და დატვირთული. ვისაუბრეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციაზე. ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციაში ფონების გაკეთება.„blogger“-ში ვისწავლეთ ერთმანეთისთვის კომენტარის დაწერა. საინტერესო იყო დღევანდელი თემა „საავტორო უფლებები“
     ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო და ახალი იფორმაციებით იყო დატვირთული . ვისწავლეთ ბლოგზე ატვირთვა, დიზაინის შეცვლა.გავეცანით მეორე მოდულს და ვიმუშავეთ მის შეჯამებაზე. გავიგე, რომ პროექტზე მუშაობისას აუცილებლად უნდა ხუთივე სტრატეგიას შევეხოთ და ერთი ან რამდენიმე მეთოდი მაინც უნდა გამოვიყენოთ.ეს ყველაფერი დამეხმარება პროექტის სწორედ წარმართვაში.



       ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე ძალიან დატვირთული და საინტერესო იყო ჩემთვის. გავეცანით სასწავლო პროექტის დაგეგმვას.ძალიან საინტერესო იყო ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე საუბარი.  გამიხარდა, რომ მოვახდინე მიმართულების მიმცემი კითხვების  სწორედ მორგება ჩემს პროექტზე.

                                                              
    ტრენინგის პირველი და მეორე დღე


ჩემთვის  ძალიან  საინტერესო  და ბევრი  სიახლის მომცემი იყო ეს დღეები. ეს ყველაფერი გამომადგება ბავშვებთან პროექტებზე მუშაობისას. ძალიან მომეწონა ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ, ძალიან ბევრი ახალი ტერმინოლოგია გახდა ჩემთვის ნათელი. 
ტრენინგის მეორე დღე ძალიან დატვირთული და საინტერესო იყო ჩემთვის. განვიხილეთ პროექტები, შაბლონები, ბუკლეტების შექმნა. ვისაუბრეთ ბროშურების საჭიროებაზე და ვეთანხმები , რომ ეს ძალიან საჭირო ეტაპია პროექტზე მუშაობისას..ვისწავლე, თუ როგორ შეიძლება შევქმნა ბროშურა, რა გავითვალისწინო პროექტის დაგეგმისას.